მოგწონთ თუ არა ეს ბლოგი

Search This Blog

Tuesday, February 16, 2010

გლობალური დათბობა მსოფლიო პრობლემააა


ამ კვირას ოცი ქვეყნის მთავრობის ოფიციალური პირები, კანონმდებლები, და ბიზნეს-ლიდერები ვაშინგტონში ხვდებიან ერთმანეთს. შეხვედრის მიზეზად გლობალური დათბობა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი სახელდება.

ფორუმის ერთერთი მონაწილე ბრიტანეთის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავიდ მილიბანდი თვლის რომ შეერთებულმა შტატებმა პრობლემის მოგვარებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს:

გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეერთებული შტატები აქტიურად უნდა ჩაებას, და იგი მის ინტერესებში უნდა შედიოდეს. შეერთებული შტატები კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა როდესაც მან გლობალურ დათბობასთან ბრძოლის კიოტოს პროტოკოლს არ დაუჭირა მხარი. შეერთებული შტატები თვლის რომ კიოტოს პროტოკოლით გათვალისწინებული სავალდებულო შეზღუდვები ზიანს მოუტანს ამერიკის ეკონომიკას. შეგახსენებთ რომ ქვეყნები, რომლებიც ამ პროტოკოლის რატიფიცირებას მოახდენენ მოვალენი არიან შეამცირონ ნახშირ-ორჟანგისა და ხუთი სხვა სასათბურე აირების გამონაბოლქვი ატმოსფეროში.

რობერტ ვატსონი რომელიც კლიმატის ცვლილებათა საკითხში საერთაშორისო მსაჯულთა ყოფილი თვაჯდომარეა და მსოფლიო ბანკის ოფიციალური წარმომადგენელია, აცხადებს რომ შეერთებული შტატები და სხვა მდიდარი ქვეყნები ვალდებულნი არიან პრობლემის მოსაგვარელბლად მკაცრი ზომები მიიღონ. მან კერძოდ თქვა:

სახელმწიფოს დონეზე შეიმჩნევა მნიშვნელოვანი ცვლილებები, განსაკუთრებით კალიფორნიის შტატში და ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში. კერძო კომპანიები და სექტორებიც, როგორიცაა ჯენერალ ელექტრიკი, ვოლ-მარტი და დიუპონტი დათანხმდნენ გრძელვადიან ნებაყოფლობით შეზღუდვებზე. მათთვის ნათელია რომ მსგავსი შეზღუდვები მათი კომპანიების ეკონომიური წინსვლის საწინდარია.

პრეზიდენტმა ბუშმა იანვრის თვეში გაკეთებულ ყოველწლიურ გამოსვლაში აღიარა რომ გლობალური დათბობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ეწინააღმდეგება ნახშირ-ორჟანგისა და სასათბურე აირების გამონაბოლქვის ატმოსფეროში შემცირებას.

ბრიტანეთის გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავიდ მილიბანდი რომელიც აირების გამონაბოლქვების შემცირებას ემხრობა აცხადებს რომ აუცილებელია მსგავსი შეზღუდვების განხორციელება არა მარტო განვითარებულ ,არამედ გავითარებად ქვეყნებშიც, რადგანაც გლობალური დათბობა მსოფლიოს უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს:

ჩვენ გავითავისეთ რომ გლობალური დათბობა მსოფლიო პრობლემაა, ბანგალორში გამოშვებული ნახშირ-ორჟანგისა და სხვა სასათბურე აირების გამონაბოლქვი ისეთივე პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოსთვის როგორც ბრიტანეთის ბირმიგემში თუ ალაბამის ბირმინგემში.. ჩვენ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ რომ ისეთი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, როგორცია ინდოეთი და ჩინეთი დავეხმაროთ რომ ამ პრობლემას სწორი მიმართულებით ებრძოლონ.

View Untitled in a larger map

პგრტყ

ფერგ

The True Effects of Global Warming

fotoebi

EXPLORED:GLOBAL WARMING: TROPICAL VERSION

ვიდეო

სოტოგალერია